Your browser doesn't support javascript.
loading
Mostrar: 20 | 50 | 100
Resultados 1 - 9 de 9
Filtrar
Mais filtros










Base de dados
Intervalo de ano de publicação
1.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი; 2023. (WHO/EURO:2023-7227-46993-69629).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-370833

RESUMO

ამ გამოცემაში შეჯამებულია საქართველოში დამხმარე ტექნოლოგიების სისტემის მდგომარეობა 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აგრეთვე 2021 წლის მარტში დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების გამოკითხვის შედეგად მიღებული მიგნებები. იგი აღწერს არსებულ რესურსებს, საჭიროებებს, ხარვეზებსა და შესაძლებლობებს დამხმარე ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში და იძლევა სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. არსებული სიტუაციის ანალიზი ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონის ოფისისა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ტექნიკური მხარდაჭერით. მონაცემები შეგროვდა დამხმარე ტექნოლოგიების მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, პროფესიონალებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან ინტერვიუების საშუალებით. ანგარიში დაყოფილია 5 თავად, რომლებიც დამხმარე ტექნოლოგიების სისტემის სხვადასხვა ასპექტებს ეხება: პოლიტიკა, პროდუქტები, უზრუნველყოფა, პერსონალი და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ შინამეურნეობების კვლევის შედეგად მიღებული მიგნებები.


Assuntos
Tecnologia , Pessoas com Deficiência , Reabilitação , Serviços de Saúde
3.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი; 2022. (WHO/EURO:2022-4882-44645-66410).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-363390

RESUMO

ანგარიში განკუთვნილია გარემოს, ჯანმრთელობის და დაგეგმვის სფეროს პრაქტიკოსებისთვის ყველა დონის სახელისუფლებო ორგანოებში. მან, შესაძლოა, ასევე ხელი შეუწყოს შესაბამის კონვენციებთან და ოქმებთან დაკავშირებულ სამთავრობათაშორისო პროცესებს. ამ ანგარიშში არ არის განხილული ზემოქმედების შეფასების საბაზისო ტემინოლოგია.


Assuntos
Meio Ambiente , Saúde Ambiental , Indicadores Ambientais
4.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი; 2022. (WHO/EURO:2022-5913-45678-65624).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-361263

RESUMO

WHO-ს ევროპის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად იზრდება და მოთხოვნა მიწაზე სწრაფად მატულობს. სამრეწველო ტერიტორიებისა და დაბინძურებული მიწის გაჯანსაღება და/ან აღდგენა კარგ შესაძლებლობას ქმნის მდგრადი ურბანული განვითარებისთვის. ასეთი ქმედებები ამცირებს მოთხოვნას ხელუხლებელი მიწის რესურსებზე. დაბინძურებული უბნების ხელახალმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოსა და ჯანმრთელობაზე მუდმივი ზემოქმედება, თუ არ მოხდა დაბინძურების რისკების სათანადო მართვა ან აღდგენა. ამ დოკუმენტში შეჯამებულია ევროპაში დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის, როგორც ურბანული დაგეგმვისა და განახლების ნაწილის სფეროში მიღებული გამოცდილება. სახელდობრ, მის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოწოდება ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედებათა შესახებ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის აღდგენის პროექტებში და კარგი პრაქტიკისა და სათანადო ადგილობრივი გამოცდილების იდენტიფიცირება, რათა ხელი შეუწყოს დაბინძურებული ტერიტორიების ეფექტიან, ჯანსაღ და მდგრად რეაბილიტაციას. როგორც ასეთი, ეს დოკუმენტი გვთავაზობს ძირითად შეტყობინებებს, რათა მუშაობაში დაეხმაროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დამგეგმავებს, პრაქტიკოსებს, მკვლევარებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.


Assuntos
Saúde Ambiental , Meio Ambiente e Saúde Pública , Saúde da População Urbana , População Urbana , Poluentes Ambientais , Recuperação e Remediação Ambiental , Monitoramento Ambiental
5.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი; 2022. (WHO/EURO:2022-4208-43967-65616).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-361211

RESUMO

ამ ანგარიშში მოცემულია გარემოსა და ჯანმრთელობის რისკების ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიულიმიმოხილვა მსოფლიოს მასშტაბით, ევროპაზე ყურადღების გამახვილებით. წარმოდგენილია გარემოსა და ჯანმრთელობისთვის რისკების კომუნიკაციის უახლესი ტენდენციების, თეორიებისა და კონცეფციების მიმოხილვა და იდენტიფიცირებულია უმთავრესი გამოწვევები და კარგი პრაქტიკის მაგალითები. ანგარიშის მიგნებებს ემატება სამი კონკრეტული მაგალითის განხილვა: შენობის-შიდა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უნგრეთის სკოლებში; წყლის დაბინძურება ვენეტოს რეგიონში, იტალია; და აქტივობები სიცხისაგან ჯანმრთელობის დასაცავად სტირიაში, ავსტრია.


Assuntos
Comunicação , Meio Ambiente , Saúde Pública
7.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი; 2022. (WHO/EURO:2022-855-40590-62958).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-351325

RESUMO

წარმოდგენილი ბროშურა და რეკომენდაციები განკუთვნილია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი მოზრდილებისთვის. ბროშურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პირებს, რომლებიც გადიან ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პერიოდს, ასევე, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამინებს, რომლებსაც არ დასჭირდათ ჰოსპიტალში მკურნალობა. ექიმებისგან მიღებულ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ბროშურა ადამიანებს დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და ზრუნვის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეს არის მეორე გამოცემა იმ ბროშურისა, რომელიც თავდაპირველად 2020 წლის შუა პერიოდში გამოიცა და რამდენიმე განახლებულ განყოფილებასა და ახალ თემას მოიცავს. იგი აერთიანებს იმ ინფორმაციას რაც კოვიდ-მდგომარეობისა და მისგან გამოჯანმრთლების პროცესზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა ცნობილი. ბროშურა შედგენილია რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან კონსულტაციის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი წაკითხვის გამარტივების მიზნით ბროშურაში რეფერენციები (მტკიცებულებები) წარმოდგენილი არ არის, ყველა რეკომენდაცია მომზადებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით პოსტ-კოვიდური მდგომარეობის შესახებ და ახალი მტკიცებულებები ძალიან სწრაფად იჩენს თავს.


Assuntos
COVID-19 , Surtos de Doenças , Betacoronavirus , Reabilitação
8.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი; 2021. (WHO/EURO:2021-2622-42378-60460).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-345810

RESUMO

ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა (AMR) წარმოადგენს გლობალურ საფრთხესსაზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალური გამოყენებისდა მართვის პროგრამა განისაზღვრება, როგორც AMR-ის დაძლევის უმნიშვნელოვანესი სტრატეგია,თუმცა, კონკრეტული სიტუაციის დროს შესაბამისი ინტერვენციების შერჩევა კვლავ გამოწვევადრჩება. აღნიშნული პრაქტიკული სახელმძღვანელო აღწერს 10 ძირითად მმართველობითისახის ინტერვენციას, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებებისგამოყენების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრატორები,ჯანდაცვის სფეროს წამყვანი თანამშრომლები და კლინიცისტები შეძლებენ გაეცნონ ხშირადგამოყენებული ინტერვენციის ტიპებს, მათ არგუმენტირებულ მტკიცებულებებს და ასევე სხვადასხვამოსაზრებებს ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალურად გამოყენების პროგრამებისდანერგვასთან დაკავშრებით, განსაკუთრებით მცირე რესურსების პირობებში.


Assuntos
Resistência Microbiana a Medicamentos , Sistema Nervoso Central , Penicilinas
9.
კოპენჰაგენი; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი; 2021. (WHO/EURO:2021-2793-42551-59137).
em Georgiano | WHO IRIS | ID: who-345259

RESUMO

ეს სახელმძღვანელო დაიწერა პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერებისა და კლინიცისტებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგის პროგრამების დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში ჯანმოს ევროპის რეგიონში. სკრინინგის მიზანია გამოავლინოს დიაბეტის მქონე ადამიანები, რომლებიც არიან დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ და ემუქრებათ მხედველობის დაკარგვა, რათა მათ ნაადრევად ჩაუტარდეთ მკურნალობა ან ინტერვენცია მხედველობის დარღვევის ან სიბრმავის ინციდენტობის შესამცირებლად. სახელმძღვანელოში ასახულია, თუ როგორ გამოიყენება ვილსონის და იუნგერის პრინციპები დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგში, აღწერილია ალგორითმის გამოყენების გზები და განმარტებულია ახალი პროგრამების დაწყების, ან არსებული პროგრამების ეფექტურობის გაუმჯობესების საშუალებები. წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ჯანმოს საქმიანობის ნაწილს სკრინინგის პროგრამების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად რეგიონში, მაქსიმალური სარგებლის მიღების და ზიანის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.


Assuntos
Retinopatia Diabética , Programas de Rastreamento , Formulação de Políticas , Saúde Pública , Cegueira
SELEÇÃO DE REFERÊNCIAS
DETALHE DA PESQUISA
...